2016-12-30 18:15:46, 1124 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ მეწყერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის გამგებელთან დავით დუმბაძესთან ერთად სოფელ პირველ მაისში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე სტიქიის კერას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის არ მთავრობის ადმინისტრაციიდან ანობეს.
მათი ინფორმაციით, მაგისტრალის 32-ე კილომეტრზე მეწყერი 28-29 დეკემბერს განვითარდა. მოძრაობა ამ დრომდე მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი. მეოთხე დღეა მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან