04:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 15:02:11, 1606 ნახვა

პოლიტიკა
ვარშავის მომავალ სამიტზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნება

საქართველო 2017 წლის ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, სამიტი ვიწრო ფორმატში გაიმართება და მას მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან.

იზორიას თქმით, სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ფორმებისა და გეგმების შემუშავებას დაუკავშირდება.

"საინტერესო შეხვედრა მქონდა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში სტოლტენბერგთან, როდესაც გახლდით პრემიერთან ერთად დელეგაციის წევრი. საუბარი იყო სამიტზე, რომელიც სავარაუდოდ 2017 წელს ჩატარდება, თუმცა ეს იქნება უფრო ვიწრო ფარგლებში. როდესაც აშშ-ში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ, ეს პრეცენდენტი იყო ნატო-ს რეალობაში, როდესაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა მათი ურთიერთობის ფორმები და გეგმები დაესახათ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან. ეს ერთხელ მოხდა, ბუშის არჩევის შემთხვევაში და ეს სამიტი 2017 წელს სიმბოლური დატვირთვით იქნება. ის ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას დაუკავშირდება. ჩვენ არ ვიქნებით ამ სამიტზე მონაწილეები. სამიტი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. შემდეგ გაფართოებულ სამიტზე მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics