|
2016-12-30 13:00:10, 925 ნახვა
სამხედრო
რეორგანიზაცია თავდაცვის უწყებაში - ლევან იზორია მრჩევლების გარეშე დარჩა
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უწყებაში განხორციელებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეორგანიზაცია კადრების შემცირების მიზნით არ იყო განპირობებული. მისივე თქმით, ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს მოქნილი შეიარაღებული ძალები ჰყავდეს, მათი თავდაცვისუნარიანობა და ნატოსთან თავსებადობა გაიზარდოს. ამასთან, იზორიას განცხადებით, რეორგანიზაცია მმართველი რგოლებიდან დაიწყო და პირველ რიგში ის მრჩევლების ინსტიტუტს შეეხო. შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროში მრჩეველთა ინსტიტუტი გაუქმებულია, ვინაიდან მინისტრის თქმით, მთლიან უწყებაში შენარჩულებულია მრჩევლის მხოლოდ ერთი შტატი ეკონომიკური მიმართულებით. სხვა დანარჩენ მიმართულებაზე მრჩევლის ინსტიტუტი აღარ არსებობს. უფრო კონკრეტულად, ლევან იზორიას განცხადებით, მას 6 მრჩევლიდან არც ერთი აღარ ჰყავს "გენშტაბის უფროსს ჰყავდა თუ არ ვცდები 5 მრჩეველი და არც ერთი აღარ ჰყავს, მოადგილეებს და მინისტრს ჯამში ჰყავდა 10 მრჩეველი და არც ერთი არარ ჰყავს. შევინარჩუნეთ მხოლოდ ერთი შტატი მრჩევლის, ეკონომიკური მიმართულებით, დანარჩენ ყველგან მრჩევლის ინსტიტუტი აღარ არსებობს. ჩემი საუკეთესო მრჩევლები არიან გენერალური შტაბის უფროსი და მისი გუნდი. ჯამში 400 ათასი ლარი დაიზოგა", - განაცხადა ლევან იზორიამ. იზორია ირწმუნება, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია მიღებული. "თავდაცვის უწყების პასუხისმგებლობა პირველ რიგში შეირაღებული ძალების, საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ქვეყნის სუვერენიტეტის და მთლიანობის განმტკიცება, ნატოსთან თავსებადობაა, ამიტომ უნდა ვიყოთ ადეკვატური ჩვენს გადაწყვეტილებაში. რომ არა რეფორმები, იქნებოდა უფრო სოციალური დასაქმების სააგენტოს უწყება, ვიდრე უწყება, რომელიც თავდაცვაზე ზრუნავს", - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)