|
2016-12-30 10:19:04, 920 ნახვა
საზოგადოება
მიწის რეფორმის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციის სერვისზე მოთხოვნა იზრდება
მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან დეკემბრამდე მიწის რეფორმის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციით 600-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისით მოქალაქეებს მათ მფლობელობაში არსებულ მიწაზე საკუთრების რეგისტრირება უფრო სწრაფად და მარტივად შეუძლიათ. ფაქტების კონსტატაციის სერვისით სარგებლობა იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტით არ არის შესაძლებელი, მაგალითად, მიწის ნაკვეთის მდებარეობის, საზღვრების, მახასიათებლების, სამეზობლო დავების და ა. შ. ზუსტად გარკვევა. ასეთ შემთხვევებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი უშუალოდ ცხადდება ადგილზე, ადგენს არსებულ ფაქტებს, იღებს ფოტო- და ვიდეომასალას და ადგენს ოქმს, რომელიც მონაწილე მხარეების, მაგალითად, მეზობლების, უშუალოდ განმცხადებლის და ა. შ. ხელმოწერით დასტურდება. 4 თვის განმავლობაში მიწის რეფორმის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციის სერვისის გამოყენებისთვის საჯარო რეესტრმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს 622 განცხადებაზე მიმართა; აქედან 596 საქმე უკვე შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე წარმოება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ რეფორმის ფარგლებში ფაქტების კონსტატაციის მომსახურება უფასოა და მოქალაქეებისგან დამატებითი ხარჯისა და პროცედურების გავლას არ საჭიროებს. როგორც ცნობილია, 1-ლი აგვისტოდან დაიწყო რეფორმა, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. მისი მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. ფაქტების კონსტატაციის სერვისი აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2012 წლიდან არსებობს, თუმცა სერვისზე მოთხოვნა ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. 2013-14 წლებთან შედარებით, 2016 წელს ფაქტების კონსტატაციით თითქმის სამჯერ მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
(NS)
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)