04:24 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 17:50:09, 983 ნახვა

პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კაი კაარელსონთან. 

როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, ვიქტორ დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის  არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ელჩს,  ესტონეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ელჩს გააცნო აპარატის სტრუქტურა და საქმიანობის პრიორიტეტები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხებზე. სახელმწიფო მინისტრმა ესტონეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე. 

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და  გამოწვევებს. ვიქტორ დოლიძემ განიხილა 2017 წელს ნატოს სტრუქტურებთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი  შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებს და 2017 წელს  ესტონეთის რესპუბლიკის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს ევროინტეგრაციის პრიორიტეტულობას.

ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics