|
2016-12-28 14:49:14, 895 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა. მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადავიდა. გიორგი პატარიძე პროფესიით სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტია. იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა; იყო საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარე, მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც; ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. იუსტიციის სამინისტროში გიორგი პატარიძე კურატორობას გაუწევს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს, აგრეთვე, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, „სმართ ლოჯიქის“ − საქმიანობას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)