08:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 19:01:43, 830 ნახვა

საზოგადოება
სამხედრო მოსამსახურეებმა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საკუთარი დანაზოგით საჩუქრები მიუტანეს

თავდაცვის სამინისტროს მეორე ქვეთი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა თბილისის 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები მოინახულეს და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეებმა, ბავშვებს საკუთარი დანაზოგით შეძენილი სასკოლო ნივთები, რბილი ავეჯი და ტკბილეული მიუტანეს. 

შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები საკუთარი სურვილით ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა დაწესებულების აღსაზრდელებს და მსგავს საქველმოქმედო აქციებს ატარებენ. 

ლაშა გოჩელაშვილი: „ბატალიონის მეთაურთან ერთად 202-ე საჯარო სკოლას ვეწვიეთ. ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ და მცირედი საჩუქრები გადავეცით, მათ შორის ტკბილეული და მცირედი ინვენტარი, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იყო. ეს ბავშვები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენს მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ. პირობას ვდებთ, რომ მათ ხშირად გავახარებთ.“

„მეორე ქვეითი ბრიგადის ოცდამესამე ქევითი ბატალიონი ჩვენს სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებით ეწვია. ბავშვთა ოთახი, სადაც ისინი დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ, საჭირო ინვენტარით განაახლეს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ჩვენი აღსაზრდელების საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და მისიიდან მშვიდობით დაბრუნება ვუსურვო .“ - განაცხადა 202-ე სკოლა-პანსიონის დირექტორმა ხათუნა ჯალაღონიამ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. გადასროლისწინა მომზადება სულ ოთხ ფაზადაა დაყოფილი. 23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. ბატალიონის ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics