03:32 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 18:25:13, 997 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია: ენმ-ის ნაწილი, რომლისთვისაც მიშას სიტყვა ჭეშმარიტებაა, ხლეჩს პარტიას

პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია იყო, რომ მიშა როგორც იტყვის ავტომატურად ესეა, ესე უნდა იყოს და ეს არის აბსოლუტურო ჭეშმარიტება, ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, დათო ბაქრაძეს ჰქონდა გულწრფელი მცდელობა, რომ ეს "არანორმალური ვითარება" შეცვლილიყო. 

"სამწუხაროდ პარტიის ის ნაწილი, რომლის ზოგადი პოზიცია იყო, რომ მიშა როგორც იტყვის ავტომატურად ესეა, ესე უნდა იყოს და ეს არის აბსოლუტურო ჭეშმარიტება (როგორც ეს იყო მაგალითად პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რითიც დაიწყო ის ბინძური კამპანია) ეს ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ხლეჩს ამ პარტიას. ეს პირველ რიგში მდგომარეობს იმ ბინძურ კამპანიაში, ივანიშვილთან გარიგებასთან დაკავშირებით, რომელშიც სამწუხაროდ თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც მიიღო მონაწილეობა (იხილეთ მისი გამოსვლა ზუგდიდში) და გაგრძელდა პარტიის ლეგიტიმური ორგანოს ბოიკოტირებით. ძალიან სამწუხარო რეალობაა. დათო ბაქრაძეს ჰქონდა გულწრფელი მცდელობა, რომ ეს არანორმალური ვითარება შეცვლილიყო. რეაქცია მის გამოსვლაზე იყო - ნახეთ როგორ შეეშინდათ. მძიმეა ეს ვითარება, ჩვენ ვხვდებით ჩვენი პარტიის რიგით წევრებს, გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს და ვისმჯელებთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლისათვის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს ხელში არ არის ეს გასაღები, ეს გასაღები არის ერთი ადამიანის ხელში - ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფი, რომელიც ამ სიბინძურეს, ამ ტალახს ისვრის და ასე სამარცხვინოდ იქცევა სამწუხაროდ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ 27-მა წევრმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics