08:40 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 17:41:21, 3448 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თანამდებობებზე დაინიშნენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები მუშაობას შეუდგნენ.

მინისტრის პირველ მოადგილედ ამავე უწყების სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე დაინიშნა.

ლელა სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 2007 წლიდან საქმიანობს. 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს. 2011 წლიდან დღემდე იყო სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი. ლელა სურმანიძე პროფესიით ექიმია, აქვს სამედიცინო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

საკადრო ცვლილება არ შეხებია მინისტრის ორ მოადგილეს, ნონა გალოგრეს და რამაზ ჯინჭარაძეს.

ნონა გალოგრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ 2008 წლიდან მუშაობს, მას სახელმწიფო და კერძო სექტორში საქმიანობის 31 წლიანი გამოცდილება აქვს.

რამაზ ჯინჭარაძე უწყებაში 2004 წელს დასაქმდა, მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, ხოლო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე პირველად 2009 წელს დაინიშნა და მას შემდეგ თანამდებობა არ შეუცვლია.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ჰყავს. ამჟამად ვაკანტურია მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის პოზიცია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics