|
2016-12-27 15:40:51, 983 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა: განათლების სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირდა
განათლების სამინისტროში ადმინისტრაციული ხარჯები 10%-ით შემცირდა, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯეჯელავას ინფორმაციით, ისევე, როგორც ყველა სამინისტროში განათლების სამინისტროშიც შემცირდა ანაზღაურების ფონდი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები. „ჩვენ შემთხვევაში, გადავწვყიტეთ საფუძვლიანად გადაგვეხედა სტრუქტურისთვის, რომელიც ახალ სტრატეგიაზე მორგებული ვერ იქნებოდა, რადგან ახალი სტრატეგია ახლა შეიქმნა. შესაბამისად, ზოგი მიმართულებით კონკრეტული განყოფილებები და მიმართულებებიც კი დავხურეთ, მაგრამ ზოგი სხვა მიმართულებით ვამატებთ კადრებს. მაგალითად, რესურსცენტრებს ვაძლიერებთ, უფრო მეტი თანამშრომლები ეყოლებათ რესურცენტრებს განათლების მიმართულებით და ნაკლები თანამშრომლები ეყოლებათ იურიდიულის და აუდიტის მიმართულებით. 10% არის შემცირება ხარჯებში, ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 10-11%-ია თუ არ ვცდები“, - განაცხადა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)