07:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 17:41:22, 812 ნახვა

საზოგადოება
N8 დაწესებულებაში პოეზიის საღამო გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში არასრულწლოვან ბრალდებულთათვის პოეზიის საღამო გაიმართა. პროექტის მონაწილეებმა სოსო მეშველიანმა, გიორგი არაბულმა, ლია ლიქოკელმა და ქეთევან დუმბაძემ საკუთარი და თანამედროვე პოეტების ლექსები წაიკითხეს. სტუმრები ასევე ბრალდებულებს პროექტ „ცოცხალი წიგნების“ შესახებ ესაუბრნენ და მათ სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

როგორც უწყებიდან "ექსპრესნიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულებმაც წაიკითხეს ლექსები ცნობილი პოეტებისისა და საკუთარი შემოქმედებიდან.

სტუმრებმა N8 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები და ჟურნალები გადასცეს.

პროექტის ხელმძღვანელმა ქეთევან დუმბაძემ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.

„N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოვიტანეთ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები. მათ შორისაა დღიურები, პროზა და პოეზია იმ მწერლებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცოცხალ წიგნებში“. ძალიან ხშირად უნდა იყოს მსგავსი ღონისძიებები, რათა ამ ბავშვებს ვაჩვენოთ ბევრი სითბო და სიყვარული“- განაცხადა ქეთევან დუმბაძემ.

პოეზიის საღამო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს შორის დადებული უწყებათაშორისი მემორანდუმის საფუძველზე გაიმართა. მისი მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics