|
2015-03-26 14:20:32, 1735 ნახვა
სამხედრო
საქართველოს და პოლონეთის თავდაცვის უწყებებს შორის, 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ დარიუშ პოგორჟელსკისა და მის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკ მაჩეი მაზურჩაკს საქართველოს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლეს. საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო განათლების და სამხედრო პოლიციის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების გამართვას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)