|
2016-12-26 14:17:44, 1734 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ რუსეთმა სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რომ რუსეთმა ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. როგორც მინისტრმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, თუ რუსეთის ფედერაცია სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისასალმებელი იქნება. "მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ცალხმრივად ვიზები გაუქმებელი გვაქვს და არანაირი სავიზო შეზღუდვა ჩვენი მხრიდან არ არსებობს. არანაირი წინაპირობა არ არსებობს, იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. მათ შეუძლიათ თავისუფლად, ცალმხრივად ეს გადაწყვეტილება მიიღონ. თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა მივესალმებით, თუმცა საქართველოს მხრიდან არანაირ ძალისხმევას არ საჭიროებს“, - აღნიშნა ჯანელიძემ. ამასთან, საგარეო მინისტრი „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ადა მარშანიას გამოეხმაურა, რომელც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხით დაინტერესდა. "აბსოლუტურად ვეთანხმები ქალბატონ ადა მარშანიას, რომ ჩვენი მოსახლეობა არ ელოდება გადაადგილებას ევროპაში, არამედ ელოდება გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზუსტად ჩვენი გადაადგილება ევროკავშირში ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ გადავაადგილდებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროპული, თავისი ყველა სტანდარტით, იქნება ნაწილი ერთიანი ევროპის, ის გახსნის იმ შესაძლებლობებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ დახურულია ოკუპანტის მიერ“, - განაცხადა ჯანელიძემ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთთან უვიზო მიმოსვლა შესაძლოა აღდგეს.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)