07:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 14:14:12, 897 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 400 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში, დადიანის #7-ში, ახალაშენებულ კორპუსებში 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.

როგორც ლტოლვილთა  და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, ერთი კვირის წინ 400 დევნილ ოჯახზე განაწილდა ბინები.

„400  დევნილ ოჯახზე  ბინები ერთი კვირის წინ გავანაწილეთ.    400 ოჯახიდან 200 არის თბილისის ზღვაზე, ხოლო მეორე 200 ოჯახი არის ცენტრში, ვაგზალზე. თვითთონ კონკრეტულად   სად ვის  შეხვდებოდა, ეს თვითონ გადაწყვიტეს. კენჭისყრა იყო, სადაც ზოგს თბილისის ზღვაზე შეხვდებოდა,ზოგს აქ.   შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებისთვის პირველი სართული იყო განკუთვნილი, ადაპტირებული შესასვლელი არსებობს. ეს 200 ოჯახი დღეს იზეიმებს ახალმოსახლეობას, მათ შანსი აქვთ, რომ ახალ წელს შეხვდნენ საკუთარ სახლში“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღები  დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს.

თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ არსებული 200 ბინის გასაღებს  კი დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ.

დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ  კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148 ერთოთახიანი, 27-ოროთახიანი და 25 ბინა კი სამოთახიანია.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის  გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე.

თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ.

სულ ჯამში თბილისში უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.

2012 წლიდან დღემდე თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics