2016-12-26 13:10:21, 1237 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდება
უმრავლესობის ფარგლებში დღეს ორი ახალი ფრაქცია დარეგისტრირდება: "ქართული ოცნება -კონსერვატორები" და "ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები".
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობის ფარგლებში დამატებითი ფრაქციების შექმნით ხარჯები არ გაიზრდება.
"დღეისათვის არსებობს ერთი დიდი ფრაქცია, პრაქტიკულად უმრავლესობის ტოლფასი. მართვის თვალსაზრისით უფრო მარტივი იქნება ფრაქციების დარეგისტრირება. ხარჯები არ გაიზრდება, რა თანხაც იყო, ის გაიყოფა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან