03:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 14:08:37, 314 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობის სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისია ბენეფიციარების მდგომარეობას გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისიის წევრები და კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანია ადგილზე გაეცნენ იმ ბენეფიციარების მდგომარეობას, რომლებსაც მომვლელის თაობაზე განცხადება მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჰქონდათ შეტანილი.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, კომისია სოფელ რუხსა და რიყეში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობას გაეცნო და განმცხადებლებს პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კრიტერიუმები გააცნო.

კომისიის თავმჯდომარის გიზო სართანიას განმარტებით, მომვლელის პროგრამა ითვალისწინებს შეზღუდუდლი შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობას. ზემოთაღნიშნული პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ შშმ პირებს, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლიათ.

პროგრამის განხორციელება მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლიდან დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics