06:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 09:38:32, 972 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

2017 წლის დადგომამდე ერთ კვირით ადრე, 25 დეკემბერს, საღამოს 21:00 საათზე, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმელებს და ქალაქის სტუმრებს ახალი წლის მოახლოება დღეს ერას მოედანიდან მიულოცა და ქალაქის მთავარი საახალწლო სიმბოლო ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან, შვილებთან, ბათუმელ პატარებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად აანთო.

საახალწლო განწყობა ფოიევერკებმა კიდევ უფრო დაამშვენეს. ნაძვის ხის ანთების და საშობაო დღეების დაწყების აღსანიშნად ერას მოედანზე კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველო მომღერლები- ქეთი ფარესაშვილი, აჩიკო ბერიძე, ლაშა ღლონტი. წელს ბათუმელებსა და მის სტუმრებს ევროპის მოედანზე კარგი სანახაობა და გასართობი პროგრამა ელით.

25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ჩატარდება უფასო კონცერტები, ბავშვებს უმასპინძლებს სპეციალურად მოწყობილი სანტას კუთხე. საახალწლო პროგრამის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ გვერდზე:









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics