|
2016-12-24 17:29:19, 1920 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან მიმართებაშიც“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირკალი კობახიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომელიც უვიზო მიმოსვლის აღდგენას უკავშირდებოდა როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს აქვს მკაფიო წითელი ხაზები და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის პარტნიორები მხარს უჭერენ. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მათ შორის რუსეთთან მიმართებაშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის წითელი ხაზები, მკაფიო სტრატეგია და პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ. მინდა ვთქვა, რომ ეს მიმართულება შენარჩუნებული იქნება და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია მკაცრი დარჩება“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განახლდეს. როგორც მან აღნიშნა, ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ „სხვადასხვა სტრუქტურებიდან მკაფიო სიგნალები ისმის“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)