06:12 - 01 May, 2026
|
2016-12-24 10:50:02, 1206 ნახვა
საზოგადოება
ურეკში ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა
ურეკში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა. ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. რაც შეეხება დაშავებულს, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობაც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)