2015-01-12 13:27:33, 441 ნახვა
ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა
ელბაქიძის აღმართზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა.
როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპოდენტი იუწყება, ადგილზე სახანძრო–სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
დაზიანებულია ასევე მილები, რომლებიც იქვე მდებარეობდა.
ალბაქიძის აღმართზე, სადაც გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა, თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა.
ცნობისთვის, ებაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაახლოებით 11:00 საათზე დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია.
შსს–ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საპატრულო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან