|
2016-12-23 17:49:37, 702 ნახვა
საზოგადოება
GDI-ის იურისტები თეონა ბერიძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტს ადგილზე შეისწავლიან
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) მეთორმეტეკლასელი გოგონას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა მეთორმეტე კლასში მისაღებად თეონა ბერიძეს ჰიჯაბის მოხდა მოსთხოვა. მათი ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნა არღვევს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ რელიგიის თავისუფლებას და ამავდროულად დისკრიმინაციულია. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" იურისტები ადგილზე შეისწავლიან თეონა ბერიძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტს და სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ მას. "ექსპრენიუსი" GDI-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "2016 წლის 23 დეკემბერს ინტერნეტგამოცემა „სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხის საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა მეთორმეტე კლასში მისაღებად თეონა ბერიძეს ჰიჯაბის მოხდა მოსთხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)