სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას ხვალ გამართავს.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„კომისია მუშაობას ხვალიდან შეუდგება. პირველი სხდომა ხვალ 2 საათზეა ჩანიშნული“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More