|
2016-12-23 16:22:43, 1210 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 200-ლარიან ენერგოვაუჩერს მიიღებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 200-ლარიან ენერგოვაუჩერს მიიღებს. მინისტრის ინფორმაციით, ვაუჩერების გადაცემის პროცესი რამდენიმე კვირაში დაიწყება. "ჩვენ წელსაც მაქსიმალურად შევეცდებით, მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ, რათა მათი გადასახადები მაქსიმალურად შემსუბუქდეს. ახლა მიმდინარეობს გარკვეული პროცედურები, რათა თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით დაზუსტდეს მონაცემები. ამის შემდეგ ჩვენ უკვე გადავდგამთ პრაქტიკულ ნაბიჯებს იმ გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომელიც კომისიამ უკვე მიიღო. ვგულისხმობ, 200-ლარიან შეღავათს, ვაუჩერს, რომლითაც შევუმსუბუქებთ მოსახლეობას გადასახადებს. ვვარაუდობ, რომ რამდენიმე კვირაში გადავდგამთ რეალურ ნაბიჯებს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)