|
2016-12-23 13:52:20, 1203 ნახვა
საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ 9 ჰიდროელექტროსადგურს წარმოების ტარიფი შეუმცირდა, ერთს კი გაეზარდა
სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში მყოფ ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 9 ჰიდტროელექტროსადგურს, ასევე "ზაჰესს" 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი შეუმცირდა, ხოლო ერთს-„აწჰესს“ გაეზარდა. აწჰესის ტარიფი 2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრია, 2017 წელს - 5.865 თეთრი იქნება. რიონჰესის 2016 წელს 1კვტ/სთ - 3.827 თეთრია, 2017 წელს 3.301 თეთრი იქნება. საცხენჰესის მოქმედი ტარიფი 1 კვტ/სთ - 6.170 თეთრია, მომავალ წელს იქნება - 5.521 თეთრი. ჩითახევჰესის 1 კვტ/სთ- 3.933 თეთრია, 2017 წელს იქნება- 3.807 თეთრი. ძევრულჰესის 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრია, 2017 წელს 2.616 თეთრი იქნება. გუმათჰესის მოქმედი ტარიფია 1 კვტ/სთ- 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება-2.004 თეთრი. ლაჯანურჰესის წარმოების დღეს არსებული ტარიფია 1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.593 თეთრი. შაორჰესის მოქმედი ტარიფია 1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.933 თეთრი. ორთაჭალჰესის - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრია, 2017 წელს 2.325 თეთრი იქნება. ,,ზაჰესის" 2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 4.781 თეთრი იქნება, მოქმედი ტარიფი კი 1 კვტ/სთ - 5.225 თეთრია. სემეკის წევრის, გოჩა შონიას განმარტებით, „აწჰესისთვის“ წარმოების ტარიფის გაზრდა იმის გამო მოხდა, რომ კომპანიამ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა. რაც შეეხება, სამომხმარებლო ტარიფს, ამასთან დაკავშირებით, სემეკი ორშაბათს იმსჯელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)