|
2015-03-26 10:23:36, 361 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: დემოკრატიის გარეშე საქართველო მნიშვნელოვან მიზნებს ვერ მიაღწევს
„დემოკრატიის გარეშე ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან მიზნებს, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, ვერ მიაღწევს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატიის არსი: საგარეო ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო რეგიონში ყველაზე მდგრადი და დემოკრატიული ქვეყანა გახდება. „ეს არი შესანიშნავი შესაძლებლობა, გავზომოთ დემოკრატიის სულისკვეთება, როგორია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს კონფერენცია კარგი დემოსტრაციაა, თუ როგორ გვესმის ერთმანეთის. ხალხი, რომელიც აქ ბრძანდება სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ, მაგრამ ჩვენ ეს სულისკვეთება გვაერთიანებს. ვხედავთ, თუ როგორი მოწადინებული ხართ, რომ დახმარება გაგვიწიოთ და წვლილი შეიტანოთ ამ საერთო განვითარებაში. ჩვენ ძალიან ოპტიმისტები ვართ, რომ დიახ, დემოკრატია დამყარდება ამ რეგიონში, ამ ქვეყანაში, დიახ დემოკრატია გახდება მდგრადი ჩვენს საზოგადოებაში. სწორედ ამ დემოკრატიის სულისკვეთება გარდაიქმნება ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტად“,– აღნიშნა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, ორდღიანი კონფერენცია სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით თბილისში უკვე მეორე წელია იმართება. კონფერენციის მიზანია ერთი მხრივ დემოკრატიული რეფორმების სფეროში საქართველოს გამოცდილების მსოფლიოსთან გაზიარება და მეორე მხრივ მსოფლიოს გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესწავლა და დანერგვა ქვეყანაში. ღონისძიების პირველ პანელში სახელმწიფოს მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უმაღლესი რანგის საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ქვეყნის პირველი პირი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კონფერენციის მონაწილეებისათვის ოფიციალური მიღებაც გაიმართება.
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)