04:58 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 15:53:39, 949 ნახვა

საზოგადოება
შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“-ს განცხადება

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ განცხადებას ავრცელებს.

 „21 დეკემბერს მასმედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით გვსურს განმარტება გავაკეთოთ და აღვნიშნოთ, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ პარტნიორებმა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“. პარტნიორმა ორგანიზაციებმა პროექტის ჯამური ღირებულების 30%-ის დაფინანსება განახორციელეს, ხოლო დანარჩენი 70% ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა დააფინანსა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ქართლის ქარის ელექტროსადგური საცდელი გაშვებიდან ელექტროენერგიის გამომუშავების რეჟიმზე გადავიდა, მისი ფუნქციონირება არასოდეს შეწყვეტილა. ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მიმდინარე თვის პირველი რიცხვიდან დღემდე სრულად მიეწოდა საქართველოს ელექტროსისტემას (5,5 მილიონი კილოვატ საათი). ამასთან, 21 დეკემბერს ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ 10 572 კილოვატ საათი შეადგინა. 

როგორც მოგეხსენებათ, ქარის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს ქარის არსებობა. ელექტროსადგურს ენერგიის გამომუშავების დასაწყებად ესაჭიროება მინიმუმ 3 მ/წ სიჩქარის ქარი, ხოლო მისი შემდგომი გამომუშავების ზრდა პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქარის სიჩქარის მატებასთან. მიმდინარე წლის დეკემბრის მონაცემებით ქართლის ქარის ელექტროსადგურის ეფექტურობამ 54% შეადგინა, რაც მსოფლიოში დღეის მდგომარეობით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.             

აქვე გვინდა დავამატოთ, რომ ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებისას რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზებს თუ შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია და ელექტროსადგური გამართულად ფუნქციონირებს. ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ეკოლოგიურად სუფთა და საქართველოში პირველად წარმოებული განახლებადი ენერგია სახელმწიფო ელექტროსისტემის გავლით სრულყოფილად მიეწოდება ქვეყნის მოსახლეობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics