|
2016-12-22 15:24:05, 905 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ქარსაფარი ზოლების გაშენების საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში ქარსაფარი ზოლების გაშენების, რეაბილიტაციის და მოვლა-პატრონობის საკითხები განიხილეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრისა (RECC) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ერთობლივი პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა“- ფარგლებში გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ,,ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების აღდგენა - რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დაცვისთვის, ასევე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ფართობების გაუდაბნოების პრევენციისთვის. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით გაჩეხილია ქარსაფარი ზოლების დაახლოებით 90%, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებაზე და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებულია ნიადაგის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების გრძელვადიანი ღონისძიებები, მათ შორის სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია და განვითარება, ასევე ნიადაგის ეროზიისგან დაცვის კუთხით ქარსაფარი ზოლების აღდგენა. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის სხვა უწყებებთან, კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად და კოორდინირებულად იმუშაოს ამ გამოწვევის დასაძლევად და ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით ქარსაფარი ზოლების აღდგენა-რეაბილიტაციას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ. შეხვედრაზე მხარეებმა ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებით პოლიტიკის განსაზღვრასა და საერთო ხედვის ჩამოყალიბებაზე, ასევე ქარსაფარ ზოლებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრუქტურების როლის, პასუხისმგებლობის გადანაწილების და კომპეტენციების განსაზღვრის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას, რომელიც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს რეგიონებიდან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)