|
2016-12-22 13:33:23, 1207 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი: მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია დაცვის სამსახურების გაუქმება და შექმნა
დეკანოს კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, პატრიარქისთვის დაცვის სამსახურის გაუქმების საკითხი სინოდის სხდომაზე არ განიხილება. გოგოტიშვილის თქმით, მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია სამსახურების გაუქმება და შექმნა. "სინოდი პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხს არ განიხილავს. ეს გახლავთ მცხეთა-თბილისის ეპარქია, ეს გახლავთ საპატრიარქო, რომელსაც თავისი სამსახურები აქვს და ამ სამსახურებს რა თქმა უნდა, ხელმძღვანელობს პატრიარქი, ამიტომ მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია რაღაც სამსახური გაუქმება და შექმნა. ეს თბილისში, ამ ეპარქიაში ეხება მხოლოდ პატრიარქს. ეს პრობლემა არაა საჯარო და საზოგადო პრობლემა. ჩათვალეთ, რომ დაალაგებენ ამ საკითხს. მე ვფიქრობ, რომ ეს განსახილველი საკითხიც არ არის”, - განაცხადა დეკანოზმა. მეუფე იაკობმა ჟურნალისტების პატრიარქის დაცვის უფროსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას მოკლედ უპასუხა: "ის არ არის ფიგურა, რომელზეც კომენტარი უნდა გავაკეთო, მაგრამ მე მაგას მაინც გავუშვებ". შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პატრიარქის დაცვის უფროსმა, იოსებ ოხანაშვილმა არ გამორიცხა, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქისთვის დაცვის მოხსნის საკითხი დააყენონ. გარდა ამისა, მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ მოხდა ინციდენტი პატრიარქის დაცვის წევრებსა და ქორეპისკოპოსის თანაშემწეს შორის, თუმცა ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)