|
2016-12-22 12:35:46, 932 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდნენ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე და სააგენტოს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა საფრანგეთში არსებული საჯარო სექტორის ინოვაციური პროექტებისა და მეთოდოლოგიების გაცნობას, საუკეთესო პრაქტიკის გაცნობის შედეგად, კი ქართულ საჯარო სივრცეში მსგავსი პროექტების დანერგვას. გარდა ამისა, სასწავლო ტურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სააგენტოს სტრუქტურაში არსებული ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის „სერვისლაბის“ თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდა იყო. სააგენტოს თანამშრომლები საფრანგეთის 27-ე რეგიონის (La 27e Région) მიერ ორგანიზებულ სამუშაო სემინარს დაესწრნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები პარიზის მერიის ინოვაციების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი გამოცდილება გაიზიარეს. ამავე ტურის ფარგლებში შეხვედრა შედგა საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან არსებულ საჯარო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის გენერალურ სამდივნოსთან, რომელიც ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე საჯარო სექტორში ინოვაციური მიდგომების დანერგვას უწევს კოორდინაციას. გარდა ამისა, მონაწილეებმა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცის (OECD) საჯარო სექტორის ინოვაციების ობსერვატორიის (OPSI) ხელმძღვანელობასთან. საჯარო სექტორის ინოვაციებში მოღვაწე ფრანგმა კოლეგებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს მათი ორგანიზაციების სტრუქტურა, მუშაობის მეთოდოლოგიები და კონკრეტული პროექტები წარუდგინეს. ამავე შეხვედრებზე მონაწილე მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც შეთანხმდნენ. სასწავლო ტურის დროს მიღებული გამოცდილებისა და ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციების პოლიტიკა და სამოქმედო გეგმა დამუშავდება. ინოვაციური მეთოდოლოგიის გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის „სერვისლაბ“-ის (ServiceLab) შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი პროდუქტების შექმნას შეუწყობს ხელს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების საფრანგეთში სასწავლო ვიზიტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)