|
2016-12-22 10:50:04, 1975 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი: რუსეთის ელჩის მკვლელი ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო. როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მკვლელი გიულენის ქსელის ნაწილი იყო. “აზრი არ აქვს დამალვას, რომ ის გიულენის ქსელის ნაწილი იყო. მისი კავშირები ამაზე მიუთითებს”, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ასევე კავშირები ჰქონდა საზღვარგარეთ, თუმცა ერდოღანს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე შეიარაღებულმა კოალიციამ “ჯეიშ ალ-ფათჰმა” აიღო, რომელშიც დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტი” შედის. თუმცა ორივე დაჯგუფების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. “ალ-ნუსრას ფრონტის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. რუსეთის ელჩის მკვლელობას თურქული სამთავრობო მედიასაშუალებები ფეთჰულა გიულენს უკავშირებენ. თავად გიულენი კარლოვზე თავდასხმასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს და ელჩის მკვლელობას გმობს. შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!" რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)