|
2016-12-22 09:31:50, 1022 ნახვა
საზოგადოება
გუდაურის, თეთნულდის და მიტარბის კურორტებზე ახალი საბაგიროები გაიხსნება
უახლოეს დღეებში გუდაურში, თეთნულდზე და ბაკურიანში, მიტარბის ახალ კურორტზე ახალი საბაგირო გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ამასთან, კვირიკაშვილის განმარტებით, ზამთრის სეზონზე უამინდობის გამო, ხშირი შეფერხებებია. მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსტრს დაავალა, ტურისტებისთვის კურორტებზე შეფერხებების გარეშე გადაადგილება უზრუნველყოს. „მინდა, ინფრასტრუქტურის მინისტრს დავავალო, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ შეფერხებები არ ჰქონდეთ ტურისტებს, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი, რომ ამ კურორტებზე დაისვენონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული დამსვენებელი აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მაცხოვრებელების ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ეს არის უზარმაზარი ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის, რამედ ქვეყნის განვითარებაზე. ამიტომ, მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთეთ, რომ შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)