11:51 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 16:57:30, 2830 ნახვა

მსოფლიო
ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჯეიშ ალ-ფათჰმა" აიღო

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა სირიაში მოქმედმა შეიარაღებულმა კოალიცია "ჯეიშ ალ-ფათჰმა" აიღო, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნულ კოალიციაში დაჯგუფება "ალ-ნუსრას ფრონტი" შედის. ა

როგორც მედია წერს, "ჯეიშ ალ-ფათჰი" ძირითადად იდლიბის პროვინციაში მოქმედებს. მისი მებრძოლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციელი მევლუთ მერთ ალთინთაში, რომელმაც ანდრეი კარლოვი მოკლა, აღნიშნული დაჯგუფების წევრი იყო. 

შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციის მიერ ადგილზევე იყო ლიკვიდირებული. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თელავში ინციდენტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
თბილისში, ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბერში დასრულდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics