|
2016-12-21 16:30:45, 2485 ნახვა
ეკონომიკა
შპს „მობიტელი" #F39 ლიცენზიის მოქმედების ვადის გახანგრძლივებაში 1 109 019 ლარს და 50 თეთრს გადაიხდის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მობიტელის", ბრენდული სახელწოდება - „ბილაინის" #F39 რადიო-სარელეო კავშირისთვის განკუთვნილი ლიცენზიის მოქმედების ვადის მომდევნო ათი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების თანახმად, კომპანია #F39 ლიცენზიით მომდევნო ათი წლით სარგებლობისთვის საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო საერთო ჯამში 1 109 019 ლარს და 50 თეთრს გადაიხდის. აღნიშნული თანხის 30%-ს (332 705,90 ლარი) შპს „მობიტელი" ერთი თვის ვადაში დაფარავს, დარჩენილ თანხას კი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ჩარიცხავს. კომისიის გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია ხელმისაწვდომია კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)