11:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 19:39:31, 2051 ნახვა

სამართალი
პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტის ცემაში ადანაშაულებენ, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა

პოლიციელს, რომელსაც ჟურნალისტის ცემაში ადანაშაულებენ, უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც "ექსპრენიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, "პოლიციელი პირადი პატაკის საფუძველზე გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი".

ცნობისთვის, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. გასვიანი ბორჯომის პოლიციაში დაკითხეს. მას საავადმყოფოში პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა.

როგორც ჟურნლიასტმა აღნიშნა,  გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. მისივე თქმით, სამართალდამცველები ავტომობილის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.

გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი, აგრესიულობით გამოირჩეოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics