01:11 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 18:54:12, 2297 ნახვა

ეკონომიკა
„ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო

კომპანია „ლისი დეველოპმენტმა“ ჰოლანდიის განვითარების ბანკისგან 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო.

სასესხო ხელშეკრულებას ხელი დღეს  „ლისი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ადეიშვილმა და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, ეიუინ თიქენსმა მოაწერეს.

ნოდარ ადეიშვილის თქმით, ფინანსური რესურსი მთლიანად პროექტის "მწვანე ქალაქი ლისზე" განვითარებას და ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას მოხმარდება.

"ასეთი ოდენობის ახალი სასესხო რესურსის მოზიდვა ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტისგან, როგორიცაა "FMO", კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ ვინარჩუნებთ, 80/20 კონცეფციას და მომავალში ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო დახვეწილ და თანამედროვე არქიტექტურას შევთავაზებს", - განაცხადა ნოდარ ადეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ლისი დეველოპმენტს“ ჰოლანდიის განვითარების ბანკმა სესხი უკვე მეორედ გამოუყო.

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პირველი სესხი, რომელიც 15 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, კომპანიამ თითქმის სრულად დაფარა.

""ლისი დეველოპმენტის" განვითარების მხარდამჭერი, გარდა "თიბისი ბანკისა" არის ჰოლანდიის განვითარების ბანკი FMO, რომელმაც პირველად დააფინანსა 15 მლნ დოლარის საკრედიტო ხაზით 3 წლის წინ, რომელიც წარმატებულად იქნა დაფარული. დღეს მეორე ხაზი გაიხსნა 12 მლნ დოლარის ოდენობით. ცოტახანში პროექტში ინვესტირება ავა 100 მლნ-მდე და იწყებს მესამე ფაზის განვითარებას. მინდა თამამად ვთქვა, რომ ეს არის უნიკალური პროექტი, თავისი კონცეფციით, ცხოვრების ახალი სტილით და ყველა იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რომელიც სამწუხაროდ ქართულ დეველოპერულ ბაზარზე დღემდე არ გვქონია", - განაცხადა ხაზარაძემ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics