|
2016-12-20 17:13:03, 987 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 64 დევნილი ოჯახი გახდა
ბორჯომში, საცხოვრებელი ფართის მფლობელი 64 დევნილი ოჯახი გახდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ბორჯომის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა გადასცეს. მათივე ცნობით, ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე, 4-სართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სამშენებლო ტრესტი N3“-მა განახორციელა. მშენებლობის ღირებულებამ 1 736 182 ლარი შეადგინა. დღეს, 36 ერთოთახიანი, 20 ოროთახიანი და 8 სამოთახიანი ბინა დევნილ ოჯახებზე კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ადაპტირებული ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)