|
2016-12-20 16:40:08, 1082 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული ბანკსა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, ეროვნული ბანკი მუზეუმს საკოლექციო და მიმოქცევის დანიშნულების, ასევე, მიმოქცევიდან ამოღებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც სამომავლოდ მუზეუმის საგამოფენო სივრცეში განთავსდება. გარდა ამისა, ეროვნული მუზეუმი ეროვნულ ბანკთან ერთად განახორციელებს შემეცნებით-სასწავლო პროექტებს კულტურის, მეცნიერებისა და ისტორიის სფეროში. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ერვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მელაშვილმა და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ. "დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მუზეუმს გადავცემთ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ბანკნოტებსა და მონეტებს, რომლებიც განთავსდება ეროვნულ მუზეუმის საგამოფენო სივრცეში. როგორც წესი, ფულის ისტორიას ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის ისტორიის საკითხების გაშუქებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობთ, აღიშნული თანამშრომლობა მუზეუმისა და ზოგადად ქვეყნის ვიზიტორებისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)