02:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 14:39:32, 919 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის დასაწყისში, გიორგი კვირიკაშვილი ბეშიქთაშის სტადიონის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც 10 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

მათივე ინფორმაციით, პრემიერმა ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც ტერორისტული აქტი მოხდა და პატივი მიაგო თავდასხმისას დაღუპულთა ხსოვნას.

"ჩვენ ვგმობთ ამ სისასტიკეს და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოძმე თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა თურქულ მედიასთან საუბრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics