|
2016-12-19 17:00:27, 2054 ნახვა
საზოგადოება
ნიუ-იორკის პრესტიჟულ გალერეებში ქართველი მხატვრებისთვის 5 გამოფენა გაიმართა
ნიუ-იორკში უკვე ერთი წელია ფუნცქიონირებს არტპრომოუშენ კომპანია Madatart-ი, რომლის დამფუძნებელიც ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენიაა. ის ამერიკელ არტისტებთან მუშაობის პარალელურად აქტიურად არის დაკავებული, ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით და 2016 წელს ქართველი მხატვრებისთვის ნიუ იორკის პრესტიჟულ გალერეებში 5 გამოფენა გამართა. გამოფენებს ქალაქის ისეთი პრესტიჟული გალეერები მასპინძლობდნენ, როგორებიცაა; Emmanuel Fremin Gallery , Phoenix Gallery, Artifact Gallery. The colorful Shadows ასე ერქვა გამოფენას, რომელიც კომპანიამ 11 დეკემბერს დაასრულა. გამოფენაში სხვა მხატვრებთან ერთად მონაწილეობას იღებდა გია ბუღაძეც. გამოფენაში მონაწილეობდნენ; ციური ჩაჩუა, თათია კობრეშვილი, ალეკო აჭარაძე, ავთანდილ გახოკიძე, დავით არბოლიშვილი, რეზო მექვაბიშვილი, ცირა ახობაძე, ნანა გაგოშიძე, ნინო კიკვაძე, ნინო ქურდაძე, მაკა ბერაძე, ლაშა ბერაია, ეკა არსენიძე, თიკა გზირიშვილი და პაპუნა დაბრუნდაშვილი. მხატვრები და მოქანდაკეები წარმოდგენილი იყვნენ როგორც საქართველოდან ისე ამერიკიდან. გამოფენის გახსნა საკმაოდ წარმატებული იყო. დიდი ინტერესი გამოიჩინეს, როგორც ამერიკელმა დამთვალიერებელმა, ისე ქართველმა ემიგრანტებმაც. მედეთარტს ქართული ხელოვნების მოყვარულთათვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს. 21 დეკმებერს ასევე მანჰეტენზე Muriel Guepin Gallery ში ქართველი მხატვრის, წიგნების ილუსტრატორისა და გამომცემლის ლაშა ბერაიას სოლო გამოფენა გაიმართება. რომლის ორგანიზატორიც ასევე მარიტა დამენია გახლავთ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)