02:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 13:30:57, 920 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ესპანური კომპანიების - Dereza Iberico და Provedo ინიციატივით სანერგე მეურნეობა მოეწყობა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილი იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის  სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე  ნერგების მწარმოებელი ესპანური კომპანიების Dereza Iberico-ს და Provedo-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა სანერგე მეურნეობებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის, კერძოდ კი, მეხილეობის განვითარებისთვის  ახალი, კონკურენტუნარიანი ჯიშების შემოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე კომპანია Provedo-ს წარმომადგენელმა, ქართულ მხარეს  კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. Provedo-ს საქმიანობა სანერგე მეურნეობაში ხეხილის  ახალი ჯიშების ნატურალური მეთოდით  გამოყვანას მოიცავს.  ნერგების შემოწმებას კომპანია საკუთარ ლაბორატორიებში ახორციელებს.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავალო თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის  ხეხილის და აგროსატყეო უნიკალური ნერგების უფასოდ გადაცემა იგეგმება.

 ახლო მომავალში, ესპანური კომპანიები Dereza Iberico და Provedo საქართველოში სანერგე მეურნეობის მოწყობასაც გეგმავენ. შეხვედრაზე  გადაწყდა, რომ ესპანური კომპანიების მიწვევით, ქართველი სპეციალისტები ესპანეთში გაემგზავრებიან, კომპანიების  სანერგე მეურნეობებს დაათვალიერებენ და წარმოების თანამედროვე  ტექნოლოგიებს ადგილზე გაეცნობიან. უნდა აღინიშნოს, რომ  ევროპის  ქვეყნებს შორის ესპანეთი კურკოვანი ხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია.  

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესპანური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები დაათვალიერეს, ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს და ხეხილოვანი კულტურის გასხვლის თანამედროვე ტექნოლოგია გააცნეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics