|
2016-12-19 13:12:10, 903 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი არ გაიზრდება
„მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი არ გაიზრდება“,-ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, სამარშრუტო ტაქსებს კერძო ოპერატორი მართავს და ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, მერიას ბერკეტები არ აქვს. „მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ავტობუსებზე და მეტროზე ტარიფის გაზრდას არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური სუბსიდიაა თბილისის მერიიდან გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულებით. ეს არის 60 მილიონ ლარზე მეტი,თუ გახდება საჭიროება ბუნებრივია, მერია იზრუნებს გაზრდაზე. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მას მართავს კერძო ოპერატორი,რომელსაც იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც არის გაფორმები მერიასთან 2010 წელს. არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას, რომ ტარიფზე ზემოქმედება მოახდინოს და ეს ტარიფი არ არის რეგულირებადი“,-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)