11:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 11:28:18, 2211 ნახვა

სამართალი
ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

გასვიანი ბორჯომის პოლიციაში დაკითხეს. მას საავადმყოფოში პირველადი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა.

როგორც ჟურნლიასტმა აღნიშნა,  გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. მისივე თქმით, სამართალდამცველები ავტომობილის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.

გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი, აგრესიულობით გამოირჩეოდა.

შემთხვევა სასტუმრო "ბორჯომი კროუნ პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

„ჯერ დამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა, სამნი გადმოვიდნენ, ეს იყო პოლიციელი. მეგონა, რომ სამივე პოლიციელი იყო, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ორი მოქალაქე ყოფილა. მთვრალები იყვნენ, მითხრა კიდეც, რომ ნასვამი ვარ და პოლიციელი ვარ, დაგიჭერ. სიტყვიერი შეურაცხყოფები საშინელი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მე აბსოლუტურად დაუცველი ვიყავი. ვერც გავაპროტესტე. რომ ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და მივდივარ სასტუმროს ვეძებ, მომიტრიალდა ერთ-ერთი და მითხრა, რომ შენ ხვალ, ალბათ, ამბავს ატეხავ და დედას გიტირებთო და უარესად მირტყეს. გაშლილი ხელებით მირტყამდნენ თავში, სახეში“, - აღნიშნა გასვიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics