01:19 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 19:00:45, 2866 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
"სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გასხვისდეს, თუ სახეზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი გვექნება"

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის მცირე რესურსი აქვს და უცხოელებზე იმ შემთხვევაში უნდა გასხვისდეს, თუ სახეზე მსხვილი საინვესტიციო პროექტი იქნება. 

წულუკიანის თქმით, „ქართულმა ცნებამ“  სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთის მიყიდვაზე გამოაცხადა მორატორიუმი, ეს აკრძალვა კი,  გახსოვთ,  გიორგი პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა.

„ამის შემდეგ აღმოვჩნით  რეალობაში, როგორი რეალობაც არის დღეს - უცხოელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ პირობებში, მისთვის საინტერესო ნებისმიერი  მიწის ნაკვეთი შეიძინოს. ჩვენ გვაქვს მცირე რესურსი, ამას  4 წელია, ვამბობ და დღესაც ვიმეორებ. ამიტომ, თუკი ის გასხვისდება, უნდა გასხვისდეს  მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა მსხვილი საინვესტიციო პროექტი“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერთან შეთანხმებით,  წინა მოწვევის პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს მიერ გადაგზავნილია შესაბამისი კანონპროექტი.

„ახალი მოწვევის პარლამენტმა კანონპორექტი  დღის წესრიგში ჩასვა და იმედი მაქვს, განხილვები იანვრიდან დაიწყება“,- განცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics