01:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 17:31:27, 935 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში გენდერული თანასწორობის კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში,  მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ხელმძღვანელბით გენდერული თანასწორობის კომისიის წლის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს,  სხდომას კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი იყო წლის შემაჯამებელი ანგარიში. სხდომაზე ასევე განიხილეს სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიითა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები. 

სამინისტროში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების მიმართულებით მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას შემდეგ მიღწევებს: გენდერული თანასწორობის კომისიის შექმნა,გენდერული თანასწორობის სტრატეგიის და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება, კომუნიკაციის სტრატეგიაში გენდერული ასპექტების გათვალისწინება, დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გენდერული ასპექტების განხილვა,  ეროვნული სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება. 

სამინისტროს გენდერული თანასწორობის კომისია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics