11:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 16:50:41, 2166 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს დანაშაულის სტატისტიკის არსებული მეთოდოლოგია გააცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

როგორც პრეზენტაციაზე შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შსს მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტზე, რაც სტატისტიკაზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმეს ჩაანაცვლებს, ამასთან, დანაშაულის აღრიცხვისა და დამუშავების სისტემას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

უწყების ინფორმაციით, ხუციშვილმა  ასევე, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის სტატისტიკის უახლესი მოდელით დარეგისტრირებაზე, რაც სტატისტიკის გაყალბების შესაძლებლობას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ, პრაქტიკულად გამორიცხავს.

შალვა ხუციშვილის თქმით, მომავალი წლიდან სამართალდამცველებს დაურიგდებათ პლანშეტური კომპიუტერები, რომელთა მეშვეობითაც დანაშაულის რეგისტრაცია შემთხვევის ადგილიდან ელექტრონულად მოხდება.

შს მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში დგას ინტერაქტიული სტატისტიკის და დანაშაულის კრიმინოგენული რუკის მომზადება. ა

ღნიშნულთან დაკავშირებით, შემუშავდა ვებ-პორტალი ,რომელმაც გააერთიანა, არსებული ინფორმაციის ფარგლებში, კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიული მოდული, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რეალურ დროში ქვეყნის, რეგიონების და რაიონების მიხედვით, კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება.

სისხლის სამართლის ერთიან ელექტრონულ სისტემაში საგამოძიებო დანაყოფების მიერ, GPშ მოწყობილობების გამოყენებით დანაშაულის ჩადენის კოორდინატების დატანის შემთხვევაში, შესაძლებელი გახდება უმოკლეს ვადაში კრიმინალური სტატისტიკის ინტერაქტიულ რუკაზე კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ადგილების ასახვა, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, რეალურ დროში მიიღონ სტატისტიკური ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის და დანაშაულის ხასიათის შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics