2016-12-16 16:17:09, 1055 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია საკრებულოს თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს
თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს.
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დეპუტატებს თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.
ნარმანიას განცხადებით, საფინანსო დოკუმენტის დაზუსტებულ პროექტში საკრებულოს რეკომენდაციები მაქსიმალურად არის ასახული და ის მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს.
თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 მილიონ 302 ათას ლარს შეადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან