2016-12-16 09:26:43, 1192 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი გადადგომაზე უარს აცხადებს
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი რაულ ჯახიმბა გადადგომაზე უარს აცხადებს.
„მე მათ ვუთხარი, რომ გადადგომას არ ვაპირებ“,-აღნიშნა ხაჯიმბამ.
ცნობისთვის, სოხუმის ცენტრში, თეატრის წინ მდებრე მოედანზე ოპოზიციური პარტია “ამცახარას” მიერ ორგანიზებული საპროტეტსტო აქცია გუშინ დილიდან დაიწყო. დემონსტრაციაში ორი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრანტები ხაჯიმბას წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომამდე დაშლაზე უარს აცხადებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან