22:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 15:47:23, 889 ნახვა

საზოგადოება
მაკა ჩიჩუა სოციალური სოლიდარობის ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს „სოციალური სოლიდარობის ორდენით" დააჯილდოვეს, რომელიც წელს ორგანიზაციის „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი" მიერ დაარსდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორგანიზაციის გადაწყვეტილებით სოციალური სოლიდარობის ორდენით ჯილდოვდებიან პირები, ან ორგანიზაციები, რომელთაც განსაკუთრებული პიროვნული, ან ორგანიზაციული წვლილი მიუძღვით, როგორც ტრადიციული, ასევე ორგანული სოციალური სოლიდარობის მიმართულებით.

„ორდენი, ალბათ სტიმულია ისეთი საქმიანობისათვის, რომელსაც „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი" ახორციელებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ერთად ყოფნა. უნდა გავერთიანდეთ სწორედ ამ გზავნილით - ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

საქართველოს პირველ ლედის სოციალური სოლიდარობის ორდენი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ პირადად გადასცა.

„პირველი ლედი არა მარტო აქტიურად არის ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა, განსაკუთრებით, ამ კატეგორიის ბავშვთა და მოზარდთა პრობლემების განხილვაში, არამედ, უშუალო, ღია კომუნიკაცია აქვს მათთან. მის მიერ გამოხატული განწყობა, დამოკიდებულება და თანადგომა  ფიზიკურად, გონებრივად, მენტალურად შეზღუდული, თუ სოციალურად შეჭირვებული პირების მიმართ, საზოგადოების აღტაცებას იწვევს. ჩვენი ორგანიზაციისათვის საპატიო და საამაყოა, მადლიერების ნიშნად მაკა ჩიჩუას გადასცეს სოციალური სოლიდარობის ორდენი", - განაცხადა  ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ღვთისშვილთა კავშირის სასწავლო-შემოქმედებითი ცენტრის შრომითი თერაპიის კაბინეტსა და შემოქმედებით სახელოსნოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნახატები, ხელნაკეთი სამკაულები, აპლიკაციები, საახალწლო აქსესუარები, თიხის ნაკეთობები, თექის პანოები და შარფები.

საქართველოს პირველმა ლედიმ გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერა და ღონისძიების მონაწილეებთან  სამახსოვრო ფოტოები  გადაიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics