11:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 12:32:55, 2143 ნახვა

სამართალი
რუსუდან კერვალიშვილი რჩეულიშვილების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს, პრემიერს და პროკურატურას მიმართავს

„ცენტრ პოინტის” მეწილე რუსუდან კერვალიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართავს და „ადამიანების გადასარჩენად გზების მოძიებისკენ” მოუწოდებს.

 „საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს! საქართველოს პროკურატურას !საქართველოს სახალხო დამცველს! უკვე რვა წელი გავიდა რაც ჩვენი ოჯახი მრავალ ოჯახთან ერთად საოცარ ტანჯვას განიცდის იმ განსაცდელის შედეგად რომელიც 2008 წელს თავს დაატყდა საქართველოს. ჩვენი ოჯახი ფაქტიურად განადგურდა. ეს განსაცდელი შეეხო მთელს სამშენებლო სექტორს, რის გამოც ტრაგიკულად დასრულდა მრავალი მენაშენის ცხოვრება. სახელმწიფომ აღიარა პრობლემა და თითქოს დასახა გადაჭრის გზები მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე უშედეგო გზა აირჩია: სამაგალითოდ, შვილთან ერთად განტევების ვაცად შესწირა მაია რჩეულიშვილი. ცხადია მაიას ციხეში გამომწყვდევით არანაირი რაციონალური შედეგი არ შეიძლება დადგეს და მით უფრო გუკასი. კომპანიის ქონების ასივე პროცენტი დაყადაღებულია 2013 წლიდან! ჩატარდა 107 სასამართლო პროცესი! რას გვინდა მივაღწიოთ? სიკვდილით დასჯას? გამამართლებელი განაჩენი ვისაც აქვს საქართველოში თუნდაც 13 , ისინიც კი არ არიან თავისუფალნი! მე გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ხალხის ქონება ნაგურდება, იძარცვება, უპერსპექტივო ხდება. წარმოიდგინეთ გაკოტრების შემდეგ ტრამპი რომ დაეჭირათ რა უგუნურება და უჭკუობა იქნებოდა ! მაშ რა ვქნათ? მე ვფიქრობ ვაღიაროთ ყველაფერი რაც უნდა პროკურატურას და მოვძებნოთ გზები ადამიანების გადარჩენისა თუ ეს კიდევ შესაძლებელია, სანამ გვიან არ არის!“, - წერს რუსუდან კერვალიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics