|
2016-12-14 16:41:02, 2152 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ არაფერი ცუდი არ დაგვიანონსებია
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა. ქუმსიშვილის თქმით, ამ მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილი ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: „ლარიზაციასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არაფერი ცუდი არ დაგვიანონსებია. ქვეყნის ეკონომიკისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მოძრაობას“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. შეგახსენებთ, ე.წ. ლარიზაციის გეგმის ფარგლებში, დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას 33 ათასი მსესხებელი შეძლებს, ისინი, რომლებმაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტი 2015 წლის 1 იანვრამდე აიღეს. აქედან 31 ათას მსესხებელს სრულად მოიცავს, ხოლო 2 ათას მსესხებელს - ნაწილობრივ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)